in

ბორჯღალოსნების კალენდარი გაირკვა: სამივე ტესტი უნდა მოვიგოთ

რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს დაიწყებს და 6-კვირიან მარათონს 15 მარტს მადრიდში დაასრულებს.

ჩემპიონატი 2026 წელსაც შარშანდელი სისტემით გაიმართება. პირველ ეტაპზე 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი V-VIII ადგილებისათვის გააგრძელებენ ბრძოლას.

2025 წლის მსგავსად, ბორჯღალოსნები გაისადაც ა ჯგუფში ითამაშებენ და მისი მეტოქეები ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია იქნებიან. ამჯერად შეიცვლებიან მასპინძელი გუნდები და შვეიცარიასა და ნიდერლანდებს სტუმრად ვეთამაშებით, ესპანეთს კი თბილისში დავუხვდებით. ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია და ბელგია მოხვდნენ.

ჩემპიონატს შვეიცარიასთან მატჩით 8 თებერვალს, ივერდონში ვიწყებთ; ნიდერლანდებს 15 თებერვალს ამსტერდამში ვეწვევით; ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში (ავჭალაზე), ესპანეთთან დავასრულებთ.

ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. თითოეული ჯგუფის პირველი და მესამე ადგილოსანი გუნდები საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ, ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს ერთ ლოკაციაზე, მადრიდში შედგება.

ამრიგად, 2026 წლის თებერვალ-მარტში, ბორჯღალოსნები საუკეთესო შემთხვევაში საქართველოში მხოლოდ ორ თამაშს გამართავენ – ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ნახევარფინალს.

მანამდე კი მათ ნოემბრის სამი ტესტ-მატჩი ელით საქართველოში – 8 და 15 ნოემბერს ბათუმში, შესაბამისად აშშ-სა და კანადასთან, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან. სამივე შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩებისთვის მზადება „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაიწყო და გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა კომენტარი გააკეთა:

„საწვრთნელი პროცესით, შერჩეული გუნდით და მორაგბეების ფორმით კმაყოფილი ვარ. საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებიც შემოგვიერთდნენ, რაც ძალიან კარგია. მოახლოებულ ტესტმატჩებზე გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. გვჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მივაღწევთ.
ჩვენი მიზანი მსოფლიო თასის წილისყრამდე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა, რისთვისაც სამივე თამაშის მოგება გვმართებს, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა რეალის შემდეგ: რთული პერიოდი გავიარეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ

350 მილიონი – იამალი ყველაზე ძვირი ახალგაზრდაა