ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მოულოდნელად დამარცხდა – 0:1 კვიპროსულ გუნდთან.
„პაფოსთან“ გასვლითი შეხვედრა ნახევრადცარიელ ისედაც პატარა სტადიონზე დიდად სანახობრივი ვერ გამოვიდა. პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი სწორედ მიქაუტაძეს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
ჩვენიანი შესვენების შემდეგ მალევე, 56-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.3, whoscored – 6.1, flashscore – 5.9, ogol – 6.6.
პაფოსი – ვილიარეალი 1:0
გოლი: ლიუკასენი (46)
„ვილიარეალი“ 1 ქულით 32-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 26 ნოემბერს დორტმუნდში „ბორუსიასთან“ გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings