ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა – 1:2.
ქართველმა შემტევმა სრულად ითამაშა, საკმაოდ აქტიური იყო და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული. ბევრს მოძრაობდა, ფლანგებს იცვლიდა, მუდმივად ცდილობდა ხიფათის შექმნას, თუმცა ხშირად სივრცე ჰქონდა შეზღუდული.
ერთ ეპიზოდში კვარაცხელია დაშავდა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა. მერე ხვიჩას ტა ეუხეშა, რაც მსაჯმა რეაგირების გარეშე დატოვა.
მეორე ტაიმში კვარას დარტყმული ნოიერმა აიღო.
შეფასებები: Whoscored – 6.9, Sofascore – 6.8, Flashscore – 7.0.

„ბაიერნმა“ პირველი ტაიმი ლუის დიასის დუბლით მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში პარიზელთა გოლი ჟოაო ნევეშმა გაიტანა. ისე, უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა შეტევები დიდად სახიფათო არც ყოფილა.
პირველი ტაიმის დასასრულს დიასმა ჰაკიმი მოცელა, მაროკოელი მოედნიდან თანაგუნდელებმა გაიყვანეს, არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა და დიასი გააძევა.
პსჟ – ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 დიასი (4), 0:2 დიასი (32), 1:2 ნევეში (74)
გაძევება: დიასი (45+7, ბაიერნი)
პსჟ 9 ქულით მე-3 ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს ისევ შინ „ტოტენჰემთან“ ჩაატარებს.


GIPHY App Key not set. Please check settings