in

კიტემ ისევ წააგო, გოჩო შეცვლაზე შევიდა, გულიაშვილმა გაიტანა – ლეგიონერები

ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „რაპიდთან“ დამარცხდა – 1:2.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

რაპიდი – შტურმი 2:1
გოლები: 0:1 მალონე (39), 1:1 ზაიდლი (66), 2:1 ლავალე (76, საკ. კარში)

„შტურმმა“ , რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 21 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს ევროპა ლიგაზე, საკუთარ მოედანზე „ნოტინგემთან“ გამართავს.

ბუნდესლიგის მე-9 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ სტუმრად „კიოლნთან“ დამარცხდა – 1:4.
ქართველი სათადარიგო იყო და 77-ე წუთზე შევიდა.
ერთ ეპიზოდში გოჩოლეიშვილის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

კიოლნი – ჰამბურგი 4:1
გოლები: 1:0 ახე (25), 2:0 კაინცი (48), 2:1 დომბე (61), 3:1 ელ მალა (90+4), 4:1 კამინსკი (90+9)
გაძევება: ფერაი (79, ჰამბურგი), ფაბიუ ვიეირა (83, ჰამბურგი)

„ჰამბურგი“ 8 ქულით მე-13 ადგილზეა და 8 ნოემბერს „დარმშტადტს“ უმასპინძლებს.

ბოსნიის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ „პოსუშიეს“ ესტუმრა და მოუგო – 3:0.
ანგარიში ქართველმა ფორვარდმა მე-13 წუთზე გახსნა. ეს მისთვის პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბუაშვილმა საფრანგეთში პირველი გაიტანა, მეცმა ისევ მოიგო

ახლა რას იტყვით: გასაოცარი იქნება – მამარდამ ფანები გადარია