გიორგი შერმადინი არ ჩერდება. აგებს თუ იგებს ტენერიფე, ქართველი კალათბურთელი საუკეთესოა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ტენერიფემ პირველად წააგო, თუმცა შერმადინი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო და თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ტენერიფე ვიტორიაში ეთამაშა ბასკონიას და შეხვედრა 79:89 დათმო. მესამე პერიოდამდე ტენერიფესთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. მეორე ათწუთეულის დამაჯერებლად მოგების წყალობით შერმადინის გუნდი დიდ შესვენებაზე 11 ქულით იგებდა. თუმცა ისე მოხდა, რომ მესამე პერიოდში ყველაფერი გაირკვა. ბასკონიამ აღნიშნული მონაკვეთი 34:16 მოიგო და ახლა თავად გალიდერდა. დასკვნით პერიოდში მასპინძლებმა მოახერხეს თანაბარი თამაშის შენარჩუნება და გამარჯვებამდე მივიდნენ.
შერმადინმა სასტარტოში ითამაშა და მოედანზე 26 წუთი გაატარა. მან 100-პროცენტიანი მიზანი გამოავლინა როგორც თამაშიდან, ისე საჯარიმოს ხაზიდან. ქართველმა ცენტრმა 7-დან 7 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.მის ანგარიშზე 20 ქულა და 2 მოხსნა დაგროვდა. შესაბამისად, შერმადინს სარგებლიანობის კოეფიციენტი თავის გუნდში საუკეთესო ჰქონდა (24). მის შემდეგ მოდის მარსელინიო ჰუერტასი 16 ქულით, 12 პასითა და 6 მოხსნით (20).
4 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფე ანალოგიური შედეგის მქონე კიდევ 3 გუნდთან (ხუვენტუდი, მურსია, რეალი) ერთად ცხრილში II-V ადგილებს იყოფს). შემდეგ ტურში, 8 ნოემბერს, ტენერიფე სან ფაბლო ბურგოსს უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings