in

შაბათს ხვიჩაც უნდა იყოს, მამარდაც და ჟორჟიც…

შაბათს, 1-ელ ნოემბერს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო განსაკუთრებით სამი შეხვედრაა – ესპანეთში, საფრანგეთსა და ინგლისში.

საკმაოდ ადრე, ჩვენი დროით 17:00 საათზე, უკვე 25 წლის გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს. ქართველის გუნდი მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება. გიორგის ახლა სასტარტოში ველით, იმის მიუხედავად, რომ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე “პაფოსთან” მატჩია.

შაბათს 23:59 საათზე “ლივერპულისა” და “ასტონ ვილას” შეხვედრა დაასრულებს. როგორც ჩანს, ალისონის დაბრუნება გადაიდება და კვლავ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. ლივერპულელებს კარგი დროება არ უდგათ და მის გამოსწორებას ეცდებიან, წინ კი მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებაა.

რაც შეეხება პსჟ-ს, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” შეხვედრის წინ შაბათს “ნიცას” 20:00 საათზე დაუხვდება.

უკვე ორი მატჩია, დედაქალაქელებს ნიცელებთან არ მოუგიათ, 25 აპრილს კი, არაფრისმომცემ შეხვედრაში შინ (1:3) წააგეს, არადა, იქ მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით წარდგნენ. იყო “კვარაც”(შეფასება 7.1).

მიუხედავად დიდი დაპირისპირების მოახლოებისა, პარიზელებთა რიგებში ნაკლებ როტაციას ველით, შუა კვირაში ეს უკვე იყო. სამწუხაროდ, დეზირე დუე გუნდს რამდენიმე კვირით დააკლდება.

ენრიკეს გუნდმა ლიდერობა ვერმოგებითაც შეინარჩუნა და ახლა მის განმტკიცებას ეცდება. ნიცელებმა ბოლო სამ ტურში გაიმარჯვეს და ჰეისეს ბიჭებს მეტი სურთ.

შესაძლოა, ფაბიან რუისმა ისევ ვერ ითამაშოს და ჰაკიმს კვლავ დასვენების საშუალება მიეცეს.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე – მარკინიოსი, ბერალდო, პაჩო, მენდეში – ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში – კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძემ ორი პენალტი აიკიდა, უდინეზემ იუვესთან წააგო