საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „პოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:0.
ზურიკო სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, რამდენიმე წუთში გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დავითაშვილმა გრძელი პასი მიიღო საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან, საჯარიმოში შევიდა, მცვეკლი, რომელიც თან მიყვებოდა, მოიშორა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა – მეკარის საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად და მაღლა დაარტყა და ისე შეაგდო.
ეს მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის მეხუთე გოლია.
მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, დავითაშვილმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა – sofascore – 7.9, flashscore – 7.6.
სენტ ეტიენი – პო 6:0
გოლები: 1:0 ფერეირა (2), 2:0 კარდონა (11), 3:0 ტარდიე (41, პენ), 4:0 დუფუსი (44), 5:0 დუფუსი (48), 6:0 დავითაშვილი (79)
გაძევება: კარამოკო (89, პო)
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, „სენტ ეტიენი“ 23 ქულით მე-2 ადგილზეა და 1 ნოემბერს პარიზში „რედ სტარს“ შეხვდება.


GIPHY App Key not set. Please check settings