in

მამარდამ სამი გაუშვა, 5 მოიგერია და 2-ჯერ გადაარჩინა: ლივერპულმა კიდევ წააგო

Match action during the Premier League match between Brentford and Liverpool at Gtech Community Stadium, Brentford, England on 25 October 2025.

პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ისევ წააგო – სტუმრად „ბრენტფორდთან“ 2:3.

ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა. სამი გაშვებული გოლის გარდა ხუთი მოგერიება ჰქონდა. თან ორი ისეთი, როცა გუნდი გოლებს გადაარჩინა. ამიტომ რთულია იმის თქმა, რომ გიორგის ცუდი მატჩი ჰქონდა. ერთი პენალტიდან გაუშვა (მესამე), ორი კი დაცვის სუსტი თამაშის ბრალი იყო.

შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 6.0; Whoscored – 6.4; sports.yahoo – 6.0.

ბრენტფორდი – ლივერპული 3:2
გოლები: 1:0 უატარა (5), 2:0 შადე (45), 2:1 კერკეზი (45+5), 3:1 ტიაგო (60, პენ), 3:2 სალაჰი (89)

„ლივერპულმა” ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ წააგო, ჯერჯერობით 15 ქულით მე-6 ადგილმდე ჩაიწია და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო შეცვალეს, სენტ ეტიენმა წააგო