in

ერთი გოლი მიქაუტაძის დამსახურებაა, ვილიარეალმა ვალენსიური დერბი მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ დერბიში სტუმრად „ვალენსიას“ მოუგო – 2:0.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა.

მეორე გოლის ეპიზოდში მიქაუტაძე ფლანგზე მცველს ეფექტურად გასცდა და დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კომესანიამ დაასწრო და ცარიელ კარში შეაგდო.
ამას გარდა, ჟორჟმა 2-3 ეპიზოდში შესანიშნავად იმოქმედა.

შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.0; Whoscored – 6.8.

ვალენსია – ვილიარეალი 0:2
გოლები: 0:1 მორენო (45), 0:2 კომესანია (57)

„ვილიარეალი“ 20 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის 1/64-ფინალში კორდობაში ქვედა ლიგის „სიუდად დე ლუსენას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ პირველი საგოლე პასი გააკეთა, პსჟ-მ სტუმრად მოიგო

ზურიკო შეცვალეს, სენტ ეტიენმა წააგო