გამთენიისას, ოკეანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.
“ინდიანა პეისერსი” “ბოსტონ სელტიკს” დაუპირისპირდა და 100:119 დამარცხდა. გოგა ბითაძე ინდიანაპოლისელებს Covid 19-ის ინფექციის გადატანის შემდეგ დაუბრუნდა და პატკეტზე გატარებულ 4:40 წუთში 4 ქულა მიითვალა.
“პეისერსს” მიმდინარე სეზონში 15 გამარჯვება, 27 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13ადგილზეა .
მომდევნო შეხვედრას “ინდიანა” 15 იანვარს “ფენიქს სანის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings