სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და მინიმალურად დამარცხდა – 108:110.
ქართველმა 22 წუთი ითამაშა და გუნდს 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა. სანდრომ ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ტორონტო“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს, 18 ოქტომბერს შინ „ბრუკლინთან“, ხოლო ახალ სეზონს „ატლანტა ჰოუქსთან“ გასვლითი მატჩით გახსნის.
GIPHY App Key not set. Please check settings