in

ვიდეო: შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში. გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ტურნირის მეორე ტურში ებრაულ “ბნეი ჰერცლიას” უმასპინძლა და 105:85 განადგურა. ეს გახლდათ ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ტენერიფესთვის და ჩვენთვის განსაკუთრებული ისაა, რომ ამ 30-ივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი შერმადინმა. ბოლოს ტენერიფენ შინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი 2021 წლის დეკემბერში, გერმანულ ლუდვიგსბურგთან წააგო და მაშ შემდეგ 30 შეხვედრაში წაგების გემო არ იცის.

რაც შეეხება ბნეი ჰერცლიასთან მატჩს, საქართველოს ნაკრების ვეტერანი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 16:21 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ ბურთი დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ესპანურ კლუბში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 25 ქულით, ხოლო როკას გიედრაიტისმა 15 ქულა ჩააგდო.

ლაგუნა ტენერიფე D ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 ოქტომბერს სტუმრად თურქულ თოფაშთან ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 8 პასი და ბარსელონას გამარჯვება მაკაბისთან

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება: უეფა სანაკრებო ცვლილებებზე ფიქრობს