in

ვიდეო: შენგელიას 8 პასი და ბარსელონას გამარჯვება მაკაბისთან

ევროლიგაში მესამე გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, რომელის თელ ავივის მაკაბის, რომელიც ისრაელში არასტაბილური მდგომარეობის გამო თამაშებს ევროპაში მასპინძლობს. მაკაბიმ ბარსას ბელგრადში, ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზში უმასპინძლა და უშანსოდ – 71:92 წააგო.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბარსამ 28 ქულის სხვაობით მოიგო და ცხადია, საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:37 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და ევროლიგაში პირადსარეკორდო 8 პასი მიითვალა. თოკომ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა და ის ამ კომპონენტში ბარსელონადან მხოლოდ ვილი ერნანგომესს ჩამორჩა, რომელმაც ამ მაჩვენებელში 27-ს უწია. ისე კი 19 ქულა და 7 მოხსნა მმიითვალა. ბარსელონა 3 მოგებითა და 1 მარცხით ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 ოქტომბერს კვლავ სტუმრად ტურნირის ახალწვეულ დუბაისთან ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო საუკეთესო იყო: რა დაუწერეს ჩვენებს

ვიდეო: შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში