in

გვსურს იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება: ვილი სანიოლი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

უამინდობის გამო, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ფიტნეს დარბაზში გამართა. ვილი სანიოლის პრესკონფერენცია კი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ვილი სანიოლი:

“შეკრების ესპანეთში ჩატარება ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო. მნიშვნელოვანი იყო საკლუბო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიგვეცა. ძალიან კარგი კვირა გვქონდა. ბოლო ორი დღე ცოტა წვიმიანი იყო, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის.

ვიცით, რომ საქართველოს და ესპანეთს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე შევამციროთ ჩვენს შორის არსებული სხვაობა. გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვფიქრობ, მოთამაშეებს ექნებათ იმის ჩვენების სურვილი, თუ რა ისწავლეს გასული თამაშების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან ჩატარებული ჩვენი ბოლო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი კიტეიშვილის ტრავმა იყო. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება. უნდა ითამაშონ ამბიციით და შიშის გარეშე. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ კარგ თამაშზე და ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვართ.

როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას და მსგავსი უმაღლესი დონის გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5-6 უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა მოედანზე იამალი, ოლმო, უილიამსი. იგივე სირთულის თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ”.

ესპანეთი – საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, ელჩეში, ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 12 ქულა – ბარსელონამ ევროლიგაში ვალენსიას მოუგო

 თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს