in

ვიდეო: შენგელიას 12 ქულა – ბარსელონამ ევროლიგაში ვალენსიას მოუგო

ევროლიგაში პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა კატალონიურმა ბარსელონამ, რომელმაც ესპანურ დერბიში ვალენსიას უმასპინძლა. ევროლიგის საწყისი 2 ტურის მატჩი ბარსელონელებმა სტუმრად ჩაატარეს – ჰაპოელთან წააგეს და პანათინაიკოსთან მოიგეს, რის შემდეგაც საშინაი მატჩის დროც დადგა.

შეხვედრა საკმაოდ უხვქულიანი გამოდგა, რომელშიც ბარსელონამ ვალენსია 108:102 დაამარცხა. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი – 29:56 წუთი ითამაშა. აღნიშნულ დროში თორნიკეს მონაგარი 12 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა იყო. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბარსელონას რიგებში 27 ქულითა და 6 პასით საუკეთესო კევინ პანტერი იყო, ვილ კლაიბერნმა 19 ქულა ჩააგდო, ტომაშ სატორანსკიმ კი 14 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

ბარსელონას ევროლიგაში მომდევნო მატჩი 14 ოქტომბერს თელ ავივის მაკაბის წინააღმდეგ ელის, მანამდე კი, 12 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ლეიდას უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იდეალური გარემოა: საქართველომ იცის რა თამაშები ელოდება

გვსურს იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება: ვილი სანიოლი