ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა „სპორტმა“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს საკალათბურთო გუნდში, „ბარსელონაში“ თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ დაწერა.
ავტორიტეტული გამოცემა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტრანსფერს დადებითად აფასებს და წერს, რომ მან თავისი მებრძოლი ხასიათი უკვე გამოავლინა.
„თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდში უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა. ამ მატჩებიდან ორში „ბარსელონა“ დამარცხდა – „ჰაპოელთან“ და „ვალენსიასთან“, თუმცა ათენში „პანათინაიკოსთან“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფორვარდმა თავიდანვე აჩვენა, რამდენად ძლიერია ფარის ქვეშ თამაშში. მიუხედავად იმისა, რომ სამქულიანები მისი მთავარი იარაღი არ არის, ამ კომპონენტშიც 40%-იან სიზუსტეს აფიქსირებს. მისი ერთადერთი სუსტი წერტილი ჯერჯერობით დაკარგვებია – ოთხი „ჰაპოელთან“ და „ვალენსიასთან“, სამი კი „პანათინაიკოსთან“.
„ბარსელონას“ შემდეგი შეხვედრა 10 ოქტომბერს „ვალენსიასთან“ ელის, ხოლო 12 ოქტომბერს კატალონიელები „ლეიდას“ დაუპირისპირდებიან.
ქართველის ტრანსფერს „ბარსელონაში“ დადებითად შეხვდნენ – შენგელიამ „ბარსელონას“ რიგებში ჩატარებულ მატჩებში მებრძოლი ხასიათი უკვე გამოავლინა“, – წერს გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings