ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და „სენტ ეტიენს“ 2:0 მოაგებინა „მონპელიესთან“.
ჩვენიანი ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა გამოარჩია.
დავითაშვილმა მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პორტალმა მისი თამაში 8.9 ქულით შეაფასა და ტურის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულშიც მოხვდა.
ზურიკომ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings