ამ კრებულშია ფილმები, რომლებიც ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ფავორიტებად დაასახელეს ან უბრალოდ ინტერვიუებში აღნიშნეს.
კრიშტიანო რონალდო – “კრავთა დუმილი”

„ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად დოკუმენტური ფილმები მიყვარს. „კრავთა დუმილი“ ალბათ ჩემი ფავორიტია [მხატვრული ფილმებიდან].“
იურგენ კლოპო – “სულელი და კიდევ უფრო სულელი”

2020 წელს თვითიზოლაციის დროს კლოპმა აღიარა, რომ სულელური კომედიებით განწყობას იმაღლებდა.
ნეიმარი – “ბედნიერებისკენ სწრაფვა”

დევიდ ბექჰემი – “წვიმის ქვეშ მომღერალი”

ბექჰემი ამბობს, რომ შვილებთან ერთად „მამაცი გული“ 50-60-ჯერ აქვს ნანახი, თუმცა ვიქტორიასთან ერთად კლასიკურ ფილმებს ანიჭებს უპირატესობას. 1951 წლის ეს ლეგენდარული მიუზიკლი მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია.
ტიერი ანრი – “ეჭვმიტანილები”

ამ თრილერის გარდა, ანრი ძალიან აფასებს დენზელ ვაშინგტონის მონაწილეობით „ანტუან ფიშერის ისტორიას“.
ჯუდ ბელინგემი – “კრიმინალური საკითხავი”

“ტარანტინოზე ვგიჟდები”.
ჟოზე მოურინიო – “ნათლია”

ჰარი კეინი – “კანონმორჩილი მოქალაქე”

სტივენ ჯერარდი – “უოლ სტრიტის მგელი”

საყვარელ ფილმებს შორის ასევე დაასახელა კომედია „ნაიარევი სახე“, სკორსეზეს „მაგარი ბიჭები“ და „გაქცევა შოუშენკიდან“.
ანდრეა პირლო – “წვეულება ვეგასში”

“ყველა მომენტზე მეცინება”.
ალექს ფერგიუსონი – “12 განრისხებული მამაკაცი”

ლეგენდა აღმერთებს ჰოლივუდის კლასიკურ ფილმებს. 2014 წელს ფერგიუსონი “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზეც კი იყო მიწვეული.
ბრუნო ფერნანდეში – “მეფე ლომი”

რა თქმა უნდა, საუბარია 1994 წლის შედევრზე და არა 2019 წლის ახალ ვერსიაზე.
ლუის სუარესი – “ტიტანიკი”

წესით, “ყბები” უნდა იყოს, არა?!
ფაბიო კაპელო – “ამარკორდი”

უეინ რუნი – “რიგითი რაიანის გადასარჩენად”

ჯანლუიჯი ბუფონი – “გაქცევა შოუშენკიდან”

როი კინი – “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “ნაიარევი სახე”

GIPHY App Key not set. Please check settings