in

ხვიჩამ ესპანეთთან შესაძლოა ითამაშოს

ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება – ინფორმაციას La Gazzetta Georgia ავრცელებს.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი ალიკანტეშია, სადაც საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ გასვლით მატჩს გამართავენ – 11 ოქტომბერს ​ელჩეში ესპანეთთან, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთთან.

შეკრების დაწყებამდე უცნობი იყო, შეძლებდა თუ არა კვარაცხელია თამაშს, რადგან 27 სექტემბერს, „ოსერთან“ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილთან“ მატჩები გამოტოვა.

ამავე დროს, „პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია 10 დღით დაისვენებდა, რაც ესპანეთთან მის თამაშს გამორიცხავდა, მაგრამ ბოლო ცნობები დამაიმედებელია და, შესაძლოა, კვარაცხელიამ მომავალ მატჩებში მონაწილეობა მიიღოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჟორჟი სახალხო ფეხბურთელი, გულშემატკივრების გული მოსვლისთანავე მოიგო