in

მამუმ ახალ გუნდში პრესეზონი 15 ქულით დაიწყო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის წინასასეზონო ეტაპზე პირველი მატჩი „დენვერ ნაგეტსთან“ ითამაშა და მცირე სხვაობით დამარცხდა – 108:112.

ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთზე მეტი ითამაშა და გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. სანდრომ 5 სამქულიანიდან 3 გამოიყენა.
მამუ „ტორონტოს“ რიგებში შედეგიანობის მხრივ მეორე საუკეთესო იყო.

სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს ნბა-ში მეხუთე სეზონია, „ტორონტო“ კი ახალი გუნდი, მას აქამდე „მილუოკი ბაქსსა“ და „სან ანტონიო სპურსში“ უთამაშია.

მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 9 ოქტომბერს, სტუმრად, „საკრამენტოთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მზადება დაიწყო: ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა

გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა: გერმანული პრესა