პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „ბრაგას“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა – 1:1.
ქართველი ნახევარმცველი თადარიგში დარჩა და მოედანზე 64-ე წუთი შევიდა.
„სპორტინგმა“ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და წამატებულ დროში გოლიც გაუშვა.
ქოჩორაშვილის შეფასებები: flashscore – 6.6, sofascore – 6.4, whoscored – 6.3.
სპორტინგი – ბრაგა 1:1
გოლები: 1:0 სუარესი (64), 1:1 სალასარი (90+7, პენ)
„სპორტინგი“ 19 ქულით მე-2 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს ჩაატარებს, თასის 1/32-ფინალში სტუმრად მეორე ლიგის „პასუშ დე ფერეირას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings