in

ოთარი, ირაკლი, ნოდარი… ქართული გოლები ევროპაში – ლეგიონერები

ლიგა 1-ის მე-7 ტურში ქართველების „მეცი“ შინ „მარსელთან“ დამარცხდა – 0:3.
გიორგი წიტაიშვილი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, გიორგი აბუაშვილი კი სათადარიგოთა შორის დარჩა.
„მეცი“ 2 ქულით აუტსაიდერია და 19 ოქტომბერს „ტულუზას“ ესტუმრება.

პოლონეთში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ: თორნიკე გაფრინდაშვილის „არკამ“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. სტუმართაგან გოლი კაკაბაძემ გაიტანა, 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. შეფასება – 7.0. ეს სეზონში მისი მეორე გოლია.

პორტუგალიის ჩემპიონატში ნოდარ ლომინაძემ მეორედ გაიტანა და „ეშტორილს“ სტუმრად „კაზა პიასთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი მე-14 წუთზე გაიტანა (კარისკენ შეუცვალა ბურთს მიმართულება) და შესვენების შემდეგ შეცვალეს. ლომინაძე Flashscore-მა 8.3 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. Sofascore-მა 6.8 დაუწერა, Whoscored-მა 7.0.

ნიდერლანდებში ირაკლი იეგოიანმა „ექსელსიორში“ პირველი გოლი გაიტანა და გუნდი „ჰეერენვეენთან“ გასვლით მატჩში თამაშის დასაწყისში დააწიანურა, მაგრამ საბოლოოდ „ექსელსიორი“ მაინც დამარცხდა შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლებით – 1:2. ეგოიანის შეფასებები განსხვავებულია: Flashscore – 6.7; Sofascore – 8.1.

საბერძნეთში, ივა გელაშვილმა 90 წუთი ითამაშა „პანსერაიკოსში“, რომელმაც შინ „ასტერასს“ 2:1 აჯობა.

უკრაინის პირველობაზე, ზურაბ რუხაძისა და ნიკა გაგნიძის „კოლოსი“ 0:2 დამარცხდა „რუხთან“. გაგნიძე თავიდან ბოლომდე იყო, რუხაძემ მე-60 წუთიდან ითამაშა.

სერია A-ში „კრემონეზეს“ დაჩი ლორთქიფანიძე განაცხადაში იყო „ინტერთან“ საგარეო შეხვედრაში (1:4).
თადარიგში იყო და არ უთამაშია ლა ლიგა 2-ში ლუკა გაგნიძესაც, რომლის „გრანადამ“ „სოსიედადი B“ 5:2 დაამარცხა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დვალიშვილმა მოიგო და ქამარი შეინარჩუნა: ჩანიშნეთ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში