in

რა ხდება ხვიჩაზე: ითამაშებს თუ ჯერ ვერა, გამოუშვებენ ნაკრებში თუ არა

ხვალ, 5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მე-7 ტურში პსჟ სტუმრად „ლილს“ შეხვდება და „პარიზიენის“ ცნობით, არ არის გამორიცხული, განაცხადში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდეს.

გამოცემა იტყობინება, რომ კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა. ეს ცნობა გამორიცხავს AS-ის მიერ გავრცელებულ სიახლეს, თითქოს ქართველს 10 დღე კიდევ დასჭირდება.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი, ვიტინია, ზაირ-ემერი, მეილიუ, ლი, ბარკოლა, რამუში (ან ნდჟანტუ).

ხვიჩა კვარაცხელია, მინიმუმ, 10 დღეს გამოტოვებს და პსჟ-ს „ლილთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში ესპანეთთან მატჩში მისი მონაწილეობა საეჭვოა, – ასეთი ინფორმაცია გაავცელა Ici Paris Ile-de-France-ის ჟურნალისტმა ბრუნო სალომონმა.

„ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბარძაყის ტრავმა მიიღო, მინიმუმ, 10 დღეს გამოტოვებს. ის კვირა საღამოს „ლილთან“ ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შეხვედრებშიც მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, – წერს სალომონი.

ქართველმა ბარძაყის ტრავმა „ოსერთან“ მატჩში მიიღო. მან ვერც პარასკევს ივარჯიშა.

AS იმასაც წერს, რომ პარიზული კლუბი საქართველოს ნაკრებს და მის სამედიცინო შტაბს დაუკავშირდება და მოითხოვს ფეხბურთელი პარიზში დარჩეს და სანაკრებო მატჩებში არ ითამაშოს.

მოგეხსენებათ, საქართველო მუნდიალსი შესარჩევში 11 ოქტომბერს ესპანეთს, ხოლო 14-ში თურქეთს ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილმა ითამაშა და კარგადაც: ნიურნბერგმა სტუმრად მოიგო