ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მეორე ბუნდელსიგაში სტუმრად დაძაბულ მატჩში მოუგო დიუსელდორფის „ფორტუნას“ – 3:2 . ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, არადა იყო ვარაუდი, რომ „ჰერტასთან“ მატჩში მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა.
ითამაშა და საიმედოდაც, უკანახაზელებს შრის საუკეთესო შეფასებაც მიიღო:
flashscore – 7.4, whoscored – 7.0, sofascore – 6.8.
ფორტუნა – ნიურნბერგი 2:3
გოლები: 0:1 ლიუბახი (25), 1:1 ელ აზუზი (67), 1:2 იუსტვანი (80, პენ), 2:2 რასმუსენი (83), 2:3 ბეკერი (85)
„ნიურნბერგი“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მე-14 ადგილზეა და 19 ოქტომბერს „ჰოლშტეინს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings