in

შენგელიას 17 ქულა ათენში: ბარსელონამ პანათინაიკოსი დაამარცხა

EuroLeague Basketball - Panathinaikos vs Barcelona

თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბარსელონამ ათენში, ბერძნული გრანდი დაამარცხა. ევროლიგის ახალი სეზონის წარუმატებლად დაწყებისა და თელ ავივის ჰაპოელთან მარცხის შემდეგ ბარსელონამ პანათინაიკოსი ოაკა-ს დარბაზში დაამარცხა. დაძაბული შეხვედრა კატალონიელებმა 103:96 მოიგეს და 2 ტურის შემდეგ თითო მოგებ-წაგებით არიან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი კატალონიური გრანდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მოედანზე 25:22 წუთი გაატარა და 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 4-ვე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბარსელონას რიგებში ყველაზე შედეგიანი ვილ კლაიბერნი იყო 23 ქულით, პანათინაიკოსს კი 27 ქულითა და 8 მოხსნით ხუანჩო ერნანგომესმა ულიდერა.

ბარსელონას ევროლიგაში მომდევნო მატჩი 10 ოქტომბერს, შინ, ვალენსიასთან ელის, 5-ში კი, ესპანეთის ლიგა ენდესაშიც ჩაებმება და იმავე ვალენსიას უკვე სტუმრად ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობას: რატომ დაიკლო წონაში სანიოლმა

შერმადინი ტენერიფეს უკაპიტნებს: ესპანეთში 4 ქართველია