in

რა ღირს მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები: ფიფა გაყიდვებს იწყებს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ძვირადღირებული ბილეთები 6000 დოლარზე მეტი ღირს.

ფიფა იწყებს მუნდიალის ბილეთების გაყიდვას, რომელიც ზაფხულში შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

პირველები გაყიდვაში ლატარიის შედეგად შერჩეული ბილეთები გამოვა. ფიფამ განაცხადა, რომ გამარჯვებულებს უკვე ეცნობათ ან მალე მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით. სულ 4.5 მილიონი განაცხადი შევიდა.

გულშემატკივრებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ოთხი კატეგორიიდან.

კატეგორია 1: 410-დან 620 დოლარამდე;
კატეგორია 2: 310-დან 465 დოლარამდე;
კატეგორია 3: 140-დან 215 დოლარამდე;
კატეგორია 4: 60-დან 105 დოლარამდე.

ნიუ-ჯერსიში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ფასები ასეთია:

კატეგორია 1: 6730 დოლარი;
კატეგორია 2: 4210 დოლარი;
კატეგორია 3: 2,790 დოლარი;
კატეგორია 4: 2,030 დოლარი.

მექსიკაში გასამართი ტურნირის გახსნითი მატჩის ბილეთების ფასი მერყეობს 745-დან (კატეგორია 3) 1 825 დოლარამდე (კატეგორია 1).

ფასები შეიძლება შეიცვალოს, რადგან ტურნირის განმავლობაში დინამიური ფასები იმოქმედებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის ფავორიტი: ერთმა პსჟ დაასახელა, კომპიუტერმა არსენალი გამოთვალა

ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობას: რატომ დაიკლო წონაში სანიოლმა