Opta-ს ცნობით, მეორე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი „არსენალი“ გახდა.
სუპერკომპიუტერმა ტურნირის მოგების შანსები გამოთვალა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი „არსენალმა“ მიიღო, რომელმაც საერთო ეტაპის მეორე ტურში „ოლიმპიაკოსი“ 2:0 დაამარცხა. „მეთოფეები“ ამჟამად ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ.
მეორე რაუნდის შემდეგ პირველი 14 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- არსენალი – 18.09%
- ლივერპული – 14.70%
- პსჟ – 13.96%
- სიტი – 9.71%
- ბაიერნი – 9.50%
- ბარსელონა – 8.25%
- რეალი – 4.94%
- ინტერი – 3.73%
- ჩელსი – 3.51%
- ნიუკასლი – 3.13%
- ბორუსია – 1.86%
- ნაპოლი – 1.45%
- ტოტენჰემი – 1.20%
- ატლეტიკო – 1.16%.
დანარჩენმა გუნდებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.
Goal-ის მიხედვით, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია.
პარიზული კლუბი ტურნირის მოგების პრეტენდენტთა რეიტინგში პირველ ადგილზე ავიდა საერთო ეტაპის მეორე ტურის შემდეგ.
ტოპ 15 ასე გამოიყურება:
- პსჟ;
- არსენალი;
- ბაიერნი;
- ბარსელონა;
- რეალი;
- ლივერპული;
- ინტერი;
- სიტი;
- ჩელსი;
- ნაპოლი;
- ატლეტიკო;
- ტოტენჰემი;
- ბორუსია;
- იუვენტუსი;
- ნიუკასლი.
„ყარაბაღმა“ მე-20 ადგილი დაიკავა, „მონაკომ“ – 21-ე, „ბაიერმა“ – 27-ე, „ბენფიკამ“ – 31-ე, „ქაირათმა“ – 36-ე.
GIPHY App Key not set. Please check settings