კონფერენცლიგაზე „ლოზანამ“ სახლში „ბრეიდაბლიკი“ 3:0 დაამარცხა. გაბრიელ სიგუამ შეუცვლელად ითამაშა და თავიც გამოიჩინა. მან სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე მიიღო, მეტოქის საჯარიმოსკენ გაიჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ საგოლე გადაცემა გაუსუ დიაკიტეს გაუკეთა, რომელმაც 33-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სიგუამ ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Flashscore 8.2, sofascore 7.7.
ევროპა ლიგაზე გრაცის „შტურმმა“ „გლაზგო რეინჯერსს“ უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის წყალობით მოუგო – 2:1.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
ოთარმა გოლი 35-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაზარდა.
მან ჭკვიანურად გათამაშებული სტანდარტულის შემდეგ აიღო მეტოქის კარი.
sofascore – 8.3, flashscore – 7.9, whoscored – 7.5.
„შტურმს“ 3 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს, გლაზგოში „სელტიკთან“ გამართავს.

ანზორ მექვაბიშვილმა (“უნივერსიტატეა”, რუმინეთი) 59-ე წუთიდან ითამაშა პოლონურ “რაკოვთან” სტუმრად წაგებულ მატჩში. შეფასება – 5.9.
გურამ კაშიამ 83-ე წუთამდე ითამაშა მატჩში, რომელშიც სლოვაკეთის ჩემპიონი “სლოვანი” ფრანგულ “სტრასბურთან” შინ 1:2 დამარცხდა. შეფასება – 6.3.
GIPHY App Key not set. Please check settings