in

ფილმი კვარაზე: ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავიხდინე – ხვიჩას სურს ბავშვებისთვის მისაბაძი იყოს

საფრანგეთის ლიგა 1-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფიფა-ს ოფიციალურმა პარტნიორმა, DAZN-მა კი რამდენიმე ნაწყვეტი გაავრცელა.

“ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთელების ვიდეოები ხელმისაწვდომი არ იყო. დედაჩემს მამაჩემის კასეტები ჰქონდა შენახული და როდესაც მის გატანილ გოლებს ვუყურებდი, სასწაული გრძნობა მეუფლებოდა. ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ მამა იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი რაც გამახსენდა, საქართველო იყო, რადგან ჩემთვის ყველაფერი ამ ქვეყნიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრებში და პსჟ-ში თამაში ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს, რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, პსჟ-სა და “მარსელის” შეხვედრას დღეს 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათიდან ვიხილავთ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

100-დან 100: ოქროს ბურთი იამალს ეკუთვნისო