in

შანსები უნდა გამოვიყენო, უკეთესი ნაკრები გვეყოლება: დაჩი ლორთქიფანიძე

სერია A-ს ახალი ქართველი დაჩი ლორთქიფანიძე “ლელოსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “კრემონეზეში” დამკვიდრების იმედი აქვს. მან კომენტარი გააკეთა ახალი ფორმაციის საქართველოს 21-წლამიდელთა ნაკრებზეც, რომელმაც შესარჩევი ციკლი ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩით დაიწყო…

ჯერ ახალგაზრდული ნაკრების პირველი შეკრება, უშუალოდ მატჩი და გუნდის პოტენციალი შევაფასოთ…

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვითამაშე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელმაც ბოლო წლებში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ქულაზე მეტს ვიმსახურებდით. ძალიან ბევრს ვუტევდით, ბურთს თითქმის სულ ჩვენ ვაკონტროლებდით…

რამ შეგიშალათ ხელი?

ჯერ კარგად შეთამაშებულები არ ვართ, რადგან საამისო დრო არ გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, შემდეგი მატჩებისთვის თამაში დაიხვეწება და გამოსწორდება. დარწმუნებულიც ვარ, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესი ნაკრები გვეყოლება.

თუმცა, მიმაჩნია – უფრო მეტად უპირატესობა იმიტომ ვერ შევინარჩუნეთ, რომ კონცენტარცია დავკარგეთ. ჩემი აზრით, ესეც დროის ამბავია, რადგან ჯერ მხოლოდ ერთი შეკრება გვქონდა, ახალი გუნდია და, ჩემი აზრით, შეთამაშება გვჭირდება. დარწუნებული ვარ, ყველაფერი გამოსწორდება.

“კრემონეზეს” განაცხადში მოხვდით, არსად არ გაგიშვეს და ეს გვაიმედებს, რომ სერია A-ში მორიგ ქართველს ვიხილავთ…

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული – ანუ რამდენად დავუმტკიცებ მწვრთნელს, რომ სერია A-ში თამაში შემიძლია.

რას ფიქრობთ, დაუმტკიცებთ?

ჩემთვის არ არის პრობლემა, რადგან ვარჯიშებიდან და საკონტროლო თამაშებიდან გამომდინარე, დავინახე, რომ საამისო პოტენციალი მაქვს. გუნდშიც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ვარჯიშებზეც… ჩემი აზრით, ყველაფერი დროის ამბავია და ეს დღეც აუცილებლად დადგება. ველოდები დებიუტს და მიხარია, რომ ასეთი შანსი გამიჩნდა.

რაც განაცხადში დარჩით, მწვრთნელთან თუ ისაუბრეთ? რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით?

დიახ, ვისაუბრე და თანაც – არაერთხელ. ვიცი, რომ მოვწონვარ, ჩემი იმედი აქვს და მინდა, ეს იმედი გავუმართლო – მასაც და კლუბსაც. საამისოდ ჩემი შანსები უნდა გამოვიყენო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტაბატაძე პირველზეა, მეცის ქართველები ბოლოზე, სიგუას დებიუტი ჰქონდა – ლეგიონერები

100-დან 100: ოქროს ბურთი იამალს ეკუთვნისო