მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მე-6 ტურში „ბოხუმს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1. არც ეს მოგება მოსულა იოლად, გადამწყვეტი გოლი წამატებულ დროში გავიდა.
ქართველი მცველი კვლავ ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. შეფასებაც კარგი მიიღო – 7.2.
ნიურნბერგი – ბოხუმი 2:1
გოლები: 1:0 იუსტვანი (68), 1:1 სისოკო (86, პენ), 2:1 გრიმალდი (90+2)
„ნიურნბერგმა“ მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4 ქულით მე-16 ადგილზეა და 28 სექტემბერს „ჰერტას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings