in

რეკორდები: ბევრი გოლი და სიშორე – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო დღეს განსაკუთრებული მოულოდნელობა არ მომხდარა, თუმცა „ბრიუგეს“ მარტივი გამარჯვება თითქოს არ იკიტებოდა და არც „გალათასარაის“ განადგურება.

ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში (18 მატჩი) 67 გოლი გავიდა, რაც ტურნირის რეკორდია. აქამდე, სასტარტო ტურში ყველაზე მეტი გოლი 2000/01 წლების სეზონში გაიტანეს – 63.

ყაზახეთის “კაირატმა” ალმათიდან ლისაბონამდე 4 292 კილომეტრი დაფარა (მანძილი ამ გუნდების სტადიონებს შორის). ეს არის ყველაზე გრძელი გზა ორ მეტოქეს შორის ტურნირის ისტორიაში.

აინტრახტი – გალათასარაი 5:1
გოლები: 0:1 იუნუს აქგიუნი (8), 1:1 სანჩესი (37-საკ. კარში), 2:1 ჯან უზუნი (45+2), 3:1 ბურკარდტი (45+5), 4:1 ბურკარდტი (66), 5:1 კნაუფი (75)

„გალათასარაის“ ევროთასებზე სტუმრად შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

„გალათასარაის“ ახალ სეზონში ხუთიდან ხუთი ოფიციალური მატჩი ჰქონდა მოგებული.

ლეროი სანეს ოთხ გუნდში უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე და ოთხივეში დებიუტი ტურნირზე შედეგიანი მოქმედებით აღნიშნა.

ბოლოს „აინტრახტმა“ ამ ტურნირზე ერთ მატჩში ხუთი გოლი 1960 წელს გაიტანა.

სიტი – ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 ჰოლანდი (56), 2:0 დოკუ (65)

ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა თავისი 50-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაში “მანჩესტერ სიტის” მაისურით. მან ეს 49 მატჩში მოახერხა – ყველაზე სწრაფად ტურნირის ისტორიაში. მეორე შედეგი აქვს რუუდ ვან ნისტელროის – 50 გოლი 62 მატჩში.

ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით ტიერი ანრის გაუთანაბრდა.

ჰოლანდს ახალ სეზონში კლუბსა და ნაკრებში შვიდ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

„სიტის“ სამი მოგება და ორი წაგება აქვს სეზონის ხუთ მატჩში.

„სიტის“ უპირატესობა დარტყმებში 23:1 (ზუსტი დარტყმები – 8:1) იყო.

ფილ ფოდენმა “ნაპოლისთან” მატჩში შექმნა 8 საგოლე მომენტი, რაც ყველაზე მეტია “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაში კევინ დე ბრუინის (9 მომენტი “რეალის” წინააღმდეგ 2020 წელს) შემდეგ.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ როდრიმ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.

„ნაპოლიმ“ სეზონში პირველად წააგო. მანამდე იტალიის ჩემპიონს ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა სერია A–ში.

ნიუკასლი – ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 რეშფორდი (58), 0:2 რეშფორდი (67), 1:2 გორდონი (90)

„ბარსელონას“ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ბოლო 17 მატჩში 13 მოგება აქვს.

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეთორმეტედ მოუგო სტუმრად ინგლისურ კლუბებს, რაც რეკორდია. „რეალს“ ცხრა მოგება აქვს, „ბაიერნს“ – რვა.

მარკუს რეშფორდმა „ბარსელონაში“ თავისი პირველი გოლები გაიტანა.

მარკუს რაშფორდი პირველი იყო ან თანაბარი “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებთან დარტყმებში (6), მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთთან შეხებაში (10), დრიბლინგებსა (5) და ბურთის მოპოვებაში (6) – ამით ის გახდა პირველი ბარსელონელი ფეხბურთელი, ვინც ასეთ მაჩვენებლებს მიაღწია ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლიონელ მესის (2015 წელს) შემდეგ.

რეშფორდს „ნიუკასლის“ წინააღმდეგ 12 მატჩში 10 შედეგიანი მოქმედება აქვს – შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა.

რეშფორდმა კარიერაში 7 გოლი გაუტანა “ნიუკასლს” ყველა ტურნირის ჩათვლით. უფრო მეტჯერ მან მხოლოდ “ლესტერის” კარი აიღო – 8 გოლი.

მარკუს რაშფორდი გახდა მეორე ინგლისელი გარი ლინეკერის შემდეგ (24 მატჩი, 6 გოლი 1986-1989 წლებში), ვინც “ბარსელონას” მაისურით ევროტურნირის მატჩში ითამაშა ინგლისური კლუბის წინააღმდეგ.

ფრენკი დე იონგსა და პედრის პირველ ტაიმში 84 პასი ჰქონდათ, „ნიუკასლის“ ყველა ფეხბურთელს ერთად – 85.

„ნიუკასლს“ ახალ სეზონში ხუთ ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

კოპენჰაგენი – ლევერკუზენი 2:2
გოლები: 1:0 ლარსონი (9), 1:1 გრიმალდო (82), 2:1 რობერტი (87), 2:2 ჰაციდიაკოსი (90+1)

„ლევერკუზენი“, 4 მატჩია, წაუგებელია „კოპენჰაგენთან“.

„კოპენჰაგენს“ გერმანული კლუბების წინააღმდეგ 15 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

ჯორდან ლარსონმა პირველი გოლი გაიტანა „კოპენჰაგენში“ და ეს მოხდა ზუსტად 24 წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა „სელტიკის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა მისმა მამამ, ჰენრიკ ლარსონმა.

ბრიუგე – მონაკო 4:1
გოლები: 1:0 ტრესოლდი (32), 2:0 ონიედიკა (39), 3:0 ვანაკენი (43), 4:0 დიახონი (75), 4:1 ფატი (90+2)

„ბრიუგე“, შვიდი მატჩია, შინ არ მარცხდება.

სპორტინგი – კაირატი 4:1
გოლები: 1:0 ტრინკაო (44), 2:0 ტრინკაო (65), 3:0 სანტოსი (67), 4:0 კენდა (68), 4:1 ედმილსონი (86)
გამოუყენებელი პენალტი: იულმანი (21, სპორტინგი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორას საგოლე პასი და ყვითელი ლიგაზე, სპორტინგმა მოიგო