გიორგი ქოჩორაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, „სპორტინგმა“ კი ალმატის „კაირათი“ დაამარცხა – 4:1.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩის დასაწყისშივე, უკვე მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი ასისტი შეასრულა, 44-ე წუთზე ტრინკაოს დასარტყამად ქუსლით დაუგდო ბურთი. შეცვალეს 61-ე წუთზე.
შეფასებები: Flashscore – 7.2; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.5.
სპორტინგი – კაირატი 4:1
გოლები: 1:0 ტრინკაო (44), 2:0 ტრინკაო (65), 3:0 სანტოსი (67), 4:0 კენდა (68), 4:1 ედმილსონი (86)
გამოუყენებელი პენალტი: იულმანი (21, სპორტინგი)
„სპორტინგი“ 1 ოქტომბერს სტუმრად „ნაპოლის“ ეთამაშება.

GIPHY App Key not set. Please check settings