in

უბედნიერესი ვიქნები, თუ ნაკრებში დაბრუნების შანსი მომეცემა

ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგაი შეუჩერებელია. “შანდუნ ტაიშანის” 32 წლის შემტევის ანგარიშზე 22 გოლი (პირველია ბომბარდირთა დავაში) და 5 საგოლე გადაცემაა. ადგილობრივ მედიასთან საუბარი ვაკომ მეტსახელის კომენტარით დაიწყო. მას ჩინეთში “ძინშის ქუჩის მესის” უწოდებენ.

“ძალიან სახალისო და საინტერესოა ეს მეტსახელი. ვნახე სურათები, რომლებიც ინტერნეტში გამოაქვეყნეს გულშემატკივრებმა და ეს ძალიან სასიხარულოა…

დიდი იმედი მაქვს, მომავალ შეხვედრებში გუნდი დამაჯერებლად ითამაშებს და სატურნირო მდგომარეობას გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ჩემთვის სასიხარულოა ის, რომ ვლიდერობ ბომბარდირთა დავაში. ჩინეთის ჩემპიონატში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია, მათ შორის, ლეგიონერებიც. მიხარია, საუკეთესო ბომბარდირი რომ ვარ, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, თავმდაბალ ადამიანად დავრჩე…

ძინანი არის ულამაზესი, მე ვიტყოდი, ჯადოსნური ქალაქი. მე და ჩემი ოჯახი აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. ქომაგებმა თავიდანვე ძალიან თბილად მიმიღეს. როცა მაქვს თავისუფალი დრო და არ ვვარჯიშობ, ჩოგბურთს ვთამაშობ. ასევე მიყვარს ვიდეოთამაშები.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან მაქვს ძალიან კარგი, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. 9 წელი ვითამაშე ეროვნულ გუნდში და, ცხადია, იქ ბევრი მეგობარი მყავს. ვსაუბრობთ ხოლმე ფეხბურთზე, ცხოვრებისეულ ამბებზე…

ძალიან მინდა ნაკრებში დაბრუნება. საქმე ხომ ჩემს სამშობლოს შეეხება… მოუთმენლად ველი შანსს, რომ ერთხელაც ვითამაშო ეროვნული გუნდის მაისურით. თუ სწორად მახსოვს, ნაკრებში ბოლოს ორი წლის წინ ვითამაშე. თუ კიდევ მომეცემა შანსი, უბედნიერესი ვიქნები”, – უთხრა ყაზაიშვილმა ჩინურ მედიას.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულმა ისევ ბოლოს მოიგო, პსჟ-მ ფრე არ იცის – ჩემპიონთა ლიგა

ევერტონმა სტადიონზე გულშემატკივრების ფოტომოზაიკური კედელი გახსნა: აქ მოხვედრა ყველას შეუძლია – ფოტო