in

კვარამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონურად დაიწყო: გოლი და MVP

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

პსჟ-მ „ატალანტა“ დაამარცხა – 4:0.

ხვიჩა ბუნებრივია ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ის 75-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველმა თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა. ბურთიანად საჯარიმოსკენ დაიძრა და ჩინებული დრიბლინგის შემდეგ შორეული ეფექტური დარტყმით სხვაობა გაზარდა.

ეს კვარას მე-6 გოლია ლიგაზე.

შეფასებები: Flashscore – 8.8; Sofascore – 8.5; Whoscored – 8.9.

კვარაცხელია უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

პსჟ – ატალანტა 4:0
გოლები: 1:0 მარკინიოსი (3), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 მენდეში (51), 4:0 რამუში (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ბარკოლა (44, პსჟ)

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრას პსჟ პირველ ოქტომბერს გამართავს სტუმრად „ბარსელონასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯორჯინა როდრიგესი ნიუ-იორკში მდიდრულ ცხოვრებას ეწევა და თავის მოდურ სტილს აჩენს

გოლი არ მახსოვს, თუმცა მგონი ლამაზი იყო: ხვიჩა თამაშით კმაყოფილია