ჩემპიონთა ლიგას ტურნირის მოქმედი გამარჯვებული დღეს იწყებს: პსჟ საკუთარ მოედანზე ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება. ჯერ ზუსტად იმის თქმა რთულია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხლია, რომელიც ჩემპიონატის ბოლო მატჩში დაშავდა.
მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
„ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება ძალიან რთულია. სანამ არ გაიმარჯვებ, არ ფიქრობენ, რომ ეს შეგიძლია. ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. ყოველთვის ამბიციურები უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც.
კვარაცხელიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რჩება ეჭვები. დავაკვირდებით ვარჯიშზე და ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ, გავრისკოთ ფეხბურთელების ჯანმრთელობით, ასე რომ, მოცდა მოგვიწევს“.
GIPHY App Key not set. Please check settings