2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო და უკვე პირველ სათამაშო დღეს სიგიჟეები დაფიქსირდა: სასწაული თამაში იყო ტურინში, სადაც „იუვენტუსმა“ ორი ბურთი წამატებულ დროში ამოქაჩა, მოიგო აზერბაიჯანულმა გუნდმა, უკვე გააგდეს მწვრთნელი, ბომბარდირობის გზას შეუდგა მბაპე…
ტოტენჰემი – ვილიარეალი 1:0
გოლი: ჟუნიორი (4, საკ. კარში)
„ვილიარეალს“ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
„ვილიარეალს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 3 მატჩია არ მოუგია.

ბენფიკა – ყარაბაღი 2:3
გოლები: 1:0 ბენკოეჩეა (6), 2:0 პავლიდისი (16), 2:1 ანდრადე (30), 2:2 დურანი (48), 2:3 კაშუკი (86)
„ბენფიკამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და მოურინიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს #1TVSPORT
აზერბაიჯანულმა კლუბმა პირველად მოიპოვა გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე.
პავლიდისმა მერვე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ რიგებში და კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპათეულში შევიდა.
შეწყდა „ბენფიკას“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე.

იუვენტუსი – დორტმუნდი 4:4
გოლები: 0:1 ადეიემი (52), 1:1 ილდიზი (63), 1:2 ნმეჩა (65), 2:2 ვლაჰოვიჩი (67), 2:3 კოუტო (74), 2:4 ბენსებაინი (86, პენ), 3:4 ვლაჰოვიჩი (90+4), 4:4 კელი (90+6)
„დორტმუნდმა“ და „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმში რვა გოლი გაიტანეს და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეორეს.
„იუვენტუსმა“ ბოლო ორ მატჩში 4-4 გოლი გაიტანა. მანამდე მილანელებმა 4:3 მოუგეს „ინტერს“.
დუშან ვლაჰოვიჩს ექვსი გოლი და ერთი შედეგიანი პასი აქვს ბოლო ექვს მატჩში.
აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მეორე ტაიმში 8 გოლი (“იუვენტუსი”-“დორტმუნდი” 4:4) გავიდა. ასევე 8 გოლი გაიტანეს გუნდებმა “ბაიერნისა” და ზაგრების “დინამოს” შარშანდელი მატჩის (9:2) მეორე ნახევარში.

რეალი – მარსელი 2:1
გოლები: 0:1 ვეა (22), 1:1 მბაპე (28, პენ), 2:1 მბაპე (81, პენ)
გაძევება: კარვახალი (72, რეალი)
„რეალმა“ სეზონის სტარტიდან ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო.
კილიან მბაპე მეექვსე ადგილზე გადავიდა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით. ფრანგს 57 გოლი აქვს და ჩამორჩება რაულს (71), ქარიმ ბენზემას (90), რობერტ ლევანდოვსკის (105), ლიონელ მესის (129) და კრიშტიანო რონალდოს (140).
მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 88 მატჩში 56 გოლი გაიტანა, რითაც გაუთანაბრდა რუუდ ვან ნისტელროის (56 გოლი 73 მატჩში) და გახდა მე-7 საუკეთესო ბომბარდირი ტურნირის ისტორიაში.
მბაპეს ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში შვიდ მატჩში რვა გოლი აქვს.
კილიან მბაპემ “რეალის” მაისურით 64 მატჩში 50 გოლი გაიტანა. კრიშტიანო რონალდოს (51 გოლი 54 მატჩში) შემდეგ ის “სამეფო კლუბის” ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, ვინც 50-გოლიან ნიშნულს ასე სწრაფად მიაღწია.
ფრანკო მასტანტუონო გახდა ყველაზე ახალგაზრდა (18 წლის და 33 დღის) ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში “რეალის” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ამით მან დაამხო ენდრიკის (18 წლის და 73 დღის, 2024 წლის ნოემბერი) წინა რეკორდი.
“მარსელის” მეკარე ხერონიმო რულიმ პირველ ტაიმში 10 “სეივი” შეასრულა – ეს არის რეკორდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მას შემდეგ, რაც სტატისტიკური პლატფორმა Opta ამ მონაცემებს ითვლის (2003/04).
ტიმოტი ვეა პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, ვინც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიტანა გოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

ატლეტიკი – არსენალი 0:2
გოლები: 0:1 მარტინელი (72), 0:2 ტროსარდი (87)
მას მერე, რაც “არსენალში” დებიუტი ჰქონდა (2023 წლის იანვარი), ლეანდრო ტროსარმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა, ვიდრე პრემიერლიგის ნებისმიერმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩავთვლით – 10 გოლი, 4 საგოლე პასი.
გაბრიელ მარტინელიმ (“არსენალი”) მოედანზე შესვლიდან 36 წამში გამოიჩინა თავი – ეს არის ყველაზე სწრაფი გოლი ლონდონური კლუბის საჩემპიონთალიგო ისტორიაში შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის.
“ბილბაო” გახდა პირველი ესპანური კლუბი 1995 წლის სექტემბრის (“რეალი”) შემდეგ, რომლის ძირითად შემადგენლობაში თერთმეტივე ფეხბურთელმა ტურნირში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

პსვ – იუნიონი 1:3
გოლები: 0:1 დევიდი (9, პენ), 0:2 აიტ ელ ჰაჯი (39), 0:3 მაკ ალისტერი (81), 1:3 ვან ბომელი (90)

GIPHY App Key not set. Please check settings