in

მიქაუტაძეს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, ვილიარეალმა ლონდონში წააგო

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ქართველი თავდამსხმელის „ვილიარეალი“ ლონდონში „ტოტენჰემს“ შეხვდა და დამარცხდა – 0:1.

მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.

ერთადერთი გოლი უკვე მე-4 წუთზე გავიდა და თან სულელურად: „ვილიარეალის“ მეკარეს, ლუის ჟუნიორს ბურთი ხელიდან გაუვარდა და საკუთარ კარში ჩაჭრა.

თამაშის ბოლოს ჟორჟმა შანსი მისცა თავის გუნდს, როცა 84-ე წუთზე მეურვეებს დაუსხლტა, მეკარესთან პირისპირ გადიოდა და საჯარიმოს ხაზთან წააქციეს, მაგრამ სტანდარტიდან ბურთი მცირედით ასცდა კარს.

მიქაუტაძე ბევრს მოძრაობდა, უკანაც იხევდა ბურთის მოსაპოვებლად, დროდადრო წნეხში აქცევდა მცველებს. მოკლედ, პარტნიორებს მიქაუტაძისთვის გადაცემის გაკეთება უჭირდათ.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: sofascore – 6.8, flashscore – 6.2, whoscored – 6.0.

ტოტენჰემი – ვილიარეალი 1:0
გოლი: 1:0 ლუის ჟუნიორი (4-საკ. კარში)

„ვილიარეალს“ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

„ვილიარეალს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 3 მატჩია არ მოუგია.

„ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 1 ოქტომბერს შინ „იუვენტუსთან“ ჩაატარებს, იქამდე კი ესპანეთის ჩემპიონატში სამი მატჩი აქვს: „ოსასუნასთან“, „სევილიასთან“ და „ატლეტიკთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის აძლევს ხელოვნური ინტელექტი ოქროს ბურთს

საგიჟეთი ტურინში… ჩემპიონთა ლიგა მაგრად დაიწყო