in

ვის აძლევს ხელოვნური ინტელექტი ოქროს ბურთს

ხელოვნური ინტელექტის მონაცემებით, უსმან დემბელეს „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

პარიზში დაფუძნებული ანალიტიკური კომპანია Avisia-ის მიერ გამოყენებულმა ხელოვნური ინტელექტის მოდელმა შეაფასა 30 ნომინირებული ფეხბურთელის ჯილდოს მოგების შანსი.

სისტემის ალგორითმებმა შეადარა იმ გუნდების საერთო წარმატება, რომლებშიც პრეტენდენტები თამაშობენ, ასევე ფეხბურთელების პოპულარობის რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია მედიასა და სოციალურ ქსელებში ხსენებებზე დაჯილდოების ცერემონიამდე სამი თვით ადრე, გაითვალისწინეს მოთამაშეთა ინდივიდუალური სტატისტიკაც.

მაისში Avisia-ის ხელოვნურმა ინტელექტმა აჩვენა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 62.5%-იანი ალბათობით მოიგებდა.

ნეირონული ქსელი ასევე პროგნოზირებს „მის საფრანგეთის“ კონკურსის შედეგებს და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ორჯერ სწორად დაასახელა გამარჯვებული. ბოლოს ხელოვნურმა ინტელექტმა იწინასწარმეტყველა „მის გვადელუპას“ გამარჯვება და საბოლოოდ, გვირგვინი „მის მარტინიკმა“ მოიპოვა, რომელსაც მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ.

Avisia-ს მიხედვით, „ოქროს ბურთის“ მოგების ხუთი მთავარი ფავორიტია:

  1. უსმან დემბელე (პსჟ) – 72%;
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 56%;
  3. ვიტინია (პსჟ) – 40%;
  4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 39%;
  5. რაფინია დიასი (ბარსელონა) – 33%.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია პარიზში 22 სექტემბერს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია