საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას აზერბაიჯანულ “ყარაბაღში” გაააგძელებს. ინფორმაცია აზერბაიჯანული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.
22 წლის ქართველი მეკარე ბოლოს გორის “დილას” ღირსებას იცავდა და საკმაოდ კარგი სეზონიც ჰქონდა. გუგეშაშვილი ანდრეი დემჩენკოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ის, რომ შიდა ქართლურმა კლუბმა ევროსაგზური მოიპოვა, დიდწილად სწორედ ლუკას დამსახურებაა. გუგეშაშვილმა ეროვნული ლიგის განვლილ სეზონში “დილას” მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა და 14 მატჩში კარი მშრალად შეინახა. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ლაზარე კუპატაძეს (16) ჩამორჩა. გუგეშაშვილს გასულ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი, 5-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა.
22 წლის მეკარე ნოემბრის სანაკრებო მატჩებისას საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის განაცხადშიც გამოიძახა.
ლუკა გუგეშაშვილი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. 14 წლის ასაკში ის პოლონურ “იაგელონიაში” გადავიდა, მაგრამ ამ კლუბის მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ლუკა გორის “დილაში” იჯარის წესით სამი სეზონი თამაშობდა. ცოტა ხანი კი, “გრანადა B”-ს ღირსებას იცავდა.
“ყარაბაღმა” გუგეშაშვილის სანაცვლოდ პოლონურ კლუბ 300 000 ევრო გადაუხადა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 ტურია გასული და 33 ქულით “ყარაბაღი” პირველ ადგილზეა.
“ყარაბაღი” კონფერენს ლიგაზეც აგრძელებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე ფრანგული “მარსელია”.
GIPHY App Key not set. Please check settings