“უოტფორდის” მწვრთნელმა, პაულო პეცოლანომ, ჩვენთვის შემაშფოთებელი პროგნოზი გააკეთა – 42 წლის ურუგვაელი სპეციალისტის თქმით, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა იმაზე რთულად მოსარჩენი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით და ასე თუ გაგრძელდა, ნაკრებს ვერც ოქტომბერში დაეხმარებაო…
“ჩაკვეტაძის თაობაზე კარგი ამბები არ გვაქვს. იმედი გვქონდა, რომ ის ახლო მომავალში დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, მოცდა უფრო დიდხანს მოგვიწევს და თუ ასე გაგრძელდა, ის ნაკრებს ვერც ოქტომბერში დაეხმარება”, – თქვა პეცოლანომ.
არადა, ოქტომბერში საქართველოს ნაკრებს ორი ურთულესი და გადამწყვეტი გასვლითი მატჩი ელის – 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს სტუმრობს, ხოლო 14-ში, ქოჯაელიში, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings