საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ეგიდით ჩასატარებელ ყველა საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების თარიღი და განრიგი გამოაქვეყნა.
საქართველოში საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩით გაიხნება, რომელშიც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის “დინამო” და საქართველოს თასის გამარჯვებული “საბურთალო” დაუპირისპირდებიან. მატჩის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება კი, 25 თებერვალს განახლდება.
GIPHY App Key not set. Please check settings