in

ის, რაც ხვიჩამ ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა…

კილიან მბაპეს მამამ, ვილფრიდმა L’Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ის შეეხო არაერთ საინტერესო საკითხს და მათ შორის კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი შვილის შედარებაზეც გააკეთა.

“მე არ ვამბობ, რომ კილიანი დაცვაში საერთოდ არ უნდა ჩამოდიოდეს, თუმცა კონკრეტული ფეხბურთელის შეფასებისას ვფიქრობ კონკრეტული კრიტერიუმი უნდა გამოვიყენოთ. ვაკრიტიკებთ მოთამაშეს, რომელსაც სეზონში გააქვს 60 ბურთი, იმის გამო, რომ ის უკან არ ჩავიდა, სიგიჟეა.

შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ, თუმცა ჩემთვის უმნიშვნელოა ის, რაც კვარაცხელიამ გააკეთა დუმფრისის წინააღმდეგ, როდესაც 90-ე წუთზე მას ბურთი წაართვა. ასეთი მოქმედებები ჩემი შვილის პრეროგატივა არ არის. ის სეზონში იტანს 60 ბურთს, ხვიჩა – არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ”, – განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, კილიანი “რეალს” 2024 წელს, პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენ ყველასთვის მაგალითი იყავი: მამარდა ყოფილ თანაგუნდელზე

საქართველო ევროპაში მერვეა