საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეკლამირების შეზღუდვას და მათთვის სააქციზო გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს, ქართული სპორტი სერიოზულად დააზინა.
ცოტა ხნის წინ გაუწყეთ, რომ Crocobet-სა და თბილისის “ლოკომოტივს” შორის თანამშრომლობა შეწყდა, რის გამოც ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი დაიშალა. დაიშალა ასევე საფეხბურთო კლუბი “თელავი”, რომლის გენერალური სპონსორიც ასევე Crocobet იყო.
გენერალური სპონსორის გარეშე დარჩა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამოც”, რომელმაც Europebet-თან თანამშრომლობა გაწყვიტა.
გუშინ კი, BM.GE-სთან საუბარში თბილისის “დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბი გენერალური სპონსორის (Betlive) გარეშე დარჩა და ამით თბილისური კლუბის ბიუჯეტი 15%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უკვე ძალაშია. 2022 წლიდან ამ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს გადასახადები გაეზარდათ და მათი დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით არის მომატებული. სხვა რეგულაციები, რომლებიც მათ შორის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს და ასევე კრძალავს მილიონამდე ადამიანისთვის აზარტულ თამაშებში ჩართულობას, პირველი მარტიდან ამოქმედდება.
GIPHY App Key not set. Please check settings