in

როდრიგო: მოდრიჩი მამასავითაა

21 წლის ბრაზილიელი, როდრიგო გოეშის კარიერაში გასული სეზონი უმნიშვნელოვანესი იყო და ვინ იცის, იქნებ წყალგამყოფიც აღმოჩნდეს, თუმცა ეს მომავლის საკითხია და ვარსკვლავთმრიცხველთ ანდაც ტაროს სპეციალისტებს დავუთმოთ სცენა.

რაც შეეხება გოეშის გასულ სეზონს, რომ არა ბრაზილიელი, დიდი ალბათობით, „რეალი“ ფინალში ვერ გავიდოდა, რადგან „სიტის“ გამთანაბრებელი გოლი მან გაუტანა და იქამდეც, „ჩელსის“ კარის ბადე მანვე შეარხია, თუმცა იმ გოლში დიდების შარავანდედს მოდრიჩის გადასარევი პასი იმსახურებს. ჰო, მოდრიჩამდე მივედით და მიზეზი ისაა, რომ როდრიგომ კლუბის ოფიციალურ საიტთან მოდრიჩზე ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„ძალზე მარტივია მის გვერდით თამაში. ის მოედანზე მამასავითაა. მისგან იმდენს ვსწავლობ, რომ ამის გმაოყენება აღარ მიჭირს. მისი სიტყვები ყოველთვის შთამაგონებელია, ხოლო რასაც ის ბურთთან ერთად აკეთებს ცალკე სპექტაკლია“

როდრიგოს კარლო ანჩელოტის შესახებაც ჰკითხეს, რადგან ცოტახნის წინ გავრცელდა როდრიგოსა და პაპა კარლოს ფინალისდროინდელი დიალოგი, როდესაც გოეში მოედანზე შეშვებას ითხოვდა: „ჩვენ აქ ჩემს გამო ვართ და თამაშს ვიმსახურებო“ – ამის გამოძახილი მისი მოედანზე შესვლა და „რეალის“ მე-14 ჩემპიონთა ლიგის თასი იყო.

„მას შემდეგ, რაც კარლო გუნდში მოვიდა ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებით, ის მე დამეხმარა და სულ უფროდაუფრო უკეთ ვხვდები რა მოითხოვება ჩემგან. ტრიუმფი მის გამო მიხარია, რადგან ეს ადამიანი გამარჯვებისთვისაა დაბადებული“.

სულ ახლახან, როდრიგომ ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ იდიოტები ვართ: ნაპოლი კატეგორიულად წინააღმდეგია აფრიკელი ფეხბურთელების

რონალდოს ყველაზე ხშირად აყენებდნენ შეურაცხყოფას: მთელი მანჩესტერი გალანძღულია