in

სუარესს ნასიონალში დიდებულად დახვდნენ

რა სჯობს იმის ხილვას, როდესაც მოთამაშეს ახალი გუნდის გულშემატკივარი ლამაზ დახვედრას უწყობს და სავარჯიშო ბაზამდე ესკორტისებრად მიაცილებს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუის სუარესისა და „ნასიონალის“ ისტორია გუშინ არ დაწყებულა. პირიქით, სუარესმა პროფესიონალური კარიერა 2005 წელს, სწორედ „ნასიონალის“ შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მას იქ ვინ გააჩერებდა…

ლუისიტოს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და მშობლიურ კლუბს მიაშურა, გულშემატკივარი კი აეროპორტში დახვდა და საწვრთნელ ბაზამდე თბილი შეძახილებითა და ყიჟინით მიაცილა. მადლიერმა სუარესმა სამადლობელი პოსტი თვითერზე გამოამზეურა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე ლეიკერსში?

ჩვენ იდიოტები ვართ: ნაპოლი კატეგორიულად წინააღმდეგია აფრიკელი ფეხბურთელების