in

რამდენი ქართველი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ლიგის ფაზის წილისყრა ხუთშაბათს, 28 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ცნობილია ყველა ქართველი ფეხბურთელის კლუბის შესახებ, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებენ.

პსჟ – ხვიჩა კვარაცხელია;
ლივერპული – გიორგი მამარდაშვილი;
სპორტინგი – გიორგი ქოჩორაშვილი;
კაირათი – გიორგი ზარია, ლუკა გადრანი.

გადრანი ზამთარში იერუსალიმის “ბეითარში” გადადის.

აღსანიშნავია, რომ ლიგის ფაზაზე ინგლისის ყველაზე მეტი, 6 კლუბი იქნება – ლივერპული, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ნიუკასლი, ტოტემჰემი და ჩელსი. ხუთი კლუბით იქნებიან წარმოდგენილი ესპანელები – ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო, ვილიარეალი. ყაზახეთის თუ კვიპროსის ჩემპიონებმა გეოგრაფია კიდევ უფრო გაზარდეს.

ლიგის ფაზის პირველი ტური, სადაც გუნდები 4 მატჩს შინ და ოთხს სტუმრად ჩაატარებენ, 16-18 სექტემბერს ჩატარდება, მერვე, ბოლო – 28 იანვარს. პლეი-ოფები 2026 წლის 17 თებერვალს დაიწყება. ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შედგება.

შეგახსენებთ, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ არიან.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიონმა გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა მაინც გაყიდოს

ვილი სანიოლმა სექტემბრის საქართველოს შემადგენლობა დაასახელა