საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გიორგი ქვილითაიას, სანამ ის ბელგიური “გენტიდან” თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისში” აღმოჩნდებოდა, გერმანული “ბოხუმი” იწვევდა. ამის შესახებ პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმაუტში” ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ ისაუბრა.
“გენტიდან” წამოსვლა როდესაც გადაწყვიტა, გიორგით გერმანული “ბოხუმი” იყო დაინტერესებული და მისი გადაბირება უნდოდა. გიორგის მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა, ტრავმის შემდეგ “გენტში” სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ფსიქოლოგიურადაც რთული პერიოდი ჰქონდა და “ბოხუმში”, ისევ უცხო გარემოში წასვლას თემურ ქეცბაიასთან.მუშაობა არჩია. “ბოხუმი” მაშინ მეორე ბუნდესლიგაში იყო და იმ წელს ბუნდესლიგაში გადავიდა. ასე რომ, გიორგის შეეძლო ამ Top ლიგაში ეთამაშა.”-თქვა ფეხბურთელის მენეჯერმა შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია ამჯერად კვიპროსული “აპოელის” ღირსებას იცავს.
“ბოხუმი” ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის მე-11 ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings