ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმათის „ქაირათმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში „სელტიკი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
გიორგი ზარიამ თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო გადრანი სათადარიგოთა შორის იყო.
გადრანმა კონტრაქტი გააფორმა იერუსალიმის “ბეითართან”, რომელსაც დეკემბრიდან შეუერთდება, მანამდე კი, იმედია, ზარიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში ვიხილავთ.
ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა და ძირითადი დრო ამჯერადაც 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთ „ქაირათის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს – 3:2.
GIPHY App Key not set. Please check settings