in

კიტეიშვილის შტურმი ევროპა ლიგაზე გადავიდა

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლა და 2:1 კი მოუგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

პირველი შეხვედრა „ბოდო გლიმტმა“ 5:0 მოიგო და ანგარიში აქაც ნორვეგიელებმა გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა 30-ე წუთზე აღდგენეს, რაშიც მთავარი როლი კიტეიშვილმა ითამაშა: მისი პასით კარის წინ ჰორვატი დარჩა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, დამატებაზე კი იატამ გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი 58-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასება – 7.3.

გრაცულმა გუნდმა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღო მონაწილეობა, ამჯერად კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

შტურმი – ბოდო გლიმტი 2:1
გოლები: 0:1 იორგენსენი (15), 1:1 ჯატა (30), 2:1 ოერმანი (73)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბულგარეთის შემადგენლობა ცნობილია

ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ